- გადაწყვიტეთ რომ აღარ გაბრაზდებით. ეს არის ის, რისი სწავლაც შესაძლებელია.
- შეიტანეთ
ფერები თქვენს ცხოვრებაში - ერთი ფერწერული ტილო, ყვავილების თაიგული ან თუნდაც
ფერადი სამოსი თქვენს ყოველდღიურობას ხალისით აავსებს.
- ეცადეთ
თქვენ გარშემო შემოიკრიბოთ დადებითი ადამიანები. თუ გრძნობთ უარყოფით
ემოციებს კონკრეტულ ადამიანთან ახლოს,შეამცირეთ მასთან ურთიერთობა.
- ყოველი
დამღლელი დღის ბოლოს, აჩუქეთ თქვენს თავს დადებითი ემოციები ცხელი აბაზანით და
გემრიელი კერძით.
- შეაქეთ
ხშირად საკუთარი თავი თუ ამას სხვა არ აკეთებს თქვენთვის
- დილიდან
იფიქრეთ პოზიტიურად.
- ისწავლეთ
ემოციების მართვა და ეცადეთ მუდამ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.
Παρασκευή
ფსიქოთერაპევტ სტეფან ლერმერის რჩევები ბედნიერებისთვის
Δευτέρα
უინტერესო სამსახურის საინტერესო მხარეები
ალბათ ყველა დაგვეთანხმება,
რომ ყოველდღიურობა დამღლელი და დამქანცველი ხდება თუ არ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ.
ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურში დადის იძულებით, რადგან არ მოწონს ის საქმე რასაც
აკეთებს. ასე დაუსრულებლად იბმება უარყოფითი ემოციების, დაუკმაყოფილებლობის გრძნობის,
განუხორციელებელი მიზნების თუ სურვილების ჯაჭვი და ადამიანი იძირება სტრესში, მელანქოლიაში.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას როგორ გავიუმჯობესოთ ყოველდღიურობა.
1.ნუ იწუწუნებთ
მეგობრებში თქვენი სამსახურის შესახებ, რადგან შესაძლოა მათაც იგივე პრობლემები აქვთ. სტატისტიკურად
ძალიან ცოტა ადამიანს მოწონს თავისი სამსახური. ასე რომ მარტო არ ხართ.
2.გახსოვდეთ, მუდმივი არაფერია, დღეს თუ თქვენი ცხოვრება ერთ დინებას მიჰყვება, ხვალ შეიძლება
რადიკალურად შეიცვალოს უკეთესობისკენ.
3. გამოძებნეთ
დრო თქვენი თავისთვის. ადამიანი ადვილად ებმება რუტინაში. გააკეთეთ ყოველ დღე რაიმე
განსხვავებული.
4.ახალი ამბების და ტელევიზორის ნაცვლად ხშირად უყურეთ კომედიებს. სიცილი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ
ყოველდღიურ პრობლემებს.
5. საინტერესოდ
გამოიყენეთ თავისუფალი დრო. არასდროს არ წამოიღოთ სახლში სამსახურის პრობლემები.
6. შეეცადეთ გაიუმჯობესოთ
სამუშაო პირობები. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თვითონ გამოსწორდება. გააცანით თქვენი
იდეები თქვენს ზემდგომს.
7. შეიძლება თქვენ
არ გიყვართ ის საქმე რასაც აკეთებთ, მაგრამ რადგან იძულებული ხართ გააკეთოთ, ამისთვის ხარჯავთ
დროს და ენერგიას ყველაფერი გააკეთეთ კარგად და ზედმიწევნით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს თქვენს ბიოგრაფიას გაამდიდრებს და დაგეხმარებათ კარიერული წინსვლის შემდგომ
ნაბიჯებში.
Τρίτη
მიირთვით ბანანი და იყავით მშვიდად
ბანანი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, ეს ორი ნივთიერება
ხელს უშლის კუნთების შეკუმშვას, ხსნის დაძაბულობას სხეულში და მისგან გამოწვეულ თავის
ტკივილს. ბანანი მარტივი და რთული ნახშირწყლებით მდიდარი წყაროა. მარტივი ნახშირწყლები
ანუ შაქარი ორგანიზმს სწრაფი ენერგიით უზრუნველყოფს, ხოლო რთული ნახშირწყლები (იგივე კომპლექსური) ორგანიზმს
ენერგიით თანაბრად და ნელა უზრუნველყოფენ. ბანანი მდიდარია ტრიფტოფანით, რომელიც ერთ–ერთი
უმნიშვნელოვანესი ამინომჟავაა იმისთვის, რომ ვიყოთ მშვიდად და კარგ განწყობაზე. ასე რომ მიირთვით ბანანი და იყავით მშვიდად.
იდეა – დაძაბულ და სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად
მიირთვით ბანანი დამდნარ შავ შოკოლადთან ერთად. შოკოლადის დადნობა შეიძლება მიკროტალღურ
ღუმელში ან ორთქლზე.
Κυριακή
სამშობიარო სახლები, რეპროდუქციული ცენტრები, გინეკოლოგია
სამედიცინო ცენტრი “ახალი სიცოცხლე”
მის: ლუბლიანას N21
ტელ: 230 50 36; 230 55 87; 230 83 50
ინ ვიტრო
განაყოფიერებისა
და
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
კლინიკა
მის: ლუბლიანის ქ. 2/6 III სართ.
ტელ: 215 77 77
სამშობიარო სახლი "იმედის კლინიკა"
მის: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. 10ა
ტელ: 0322 29 56 50
სამედიცინო ცენტრი “მედეა“
მის: გ. ბრწყინვალეს ქ.25
ტელ: 253 84 90
„ჰერა“ (სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, სამშობიარო)
მის: ჭავჭავაძის გამზ. 5
ტელ: 223 21 63, 222 16 18
ჩაჩავას
კლინიკა
მის: კოსტავას ქ. 38
ტელ: 2936731(მიმღები); 293 22 45 (სამშობიარო
ბლოკი)
დ. გაგუას კლინიკა (საკონსულტაციო დიაგნოსტიკური განყოფილება, სამშობიარო)
მის: ლუბლიანის ქ. 2/6
ტელ: 253 22 21, 253 23 13, 253 14 04
შარაშიძის სამედიცინო ცენტრი (სამშობიარო სახლი, ყოფილი 1 სამშობიარო, ამბულატორიული და სტაციონარული
მეან-გინეკოლოგია)
მის: ც. დადიანის ქ. 255
ტელ: 266 73 71, 266 7370
რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი
მის: ქავთარაძის ქ. 16
ტელ: 230 50 60; 230 50 55; 595-51-60-60
FORMA (გინეკოლოგია, კოსმეტოლოგია, პლასტიკური
ქირურგია)
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 56
„ბიბიდა“ (სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, სამშობიარო)
მის: ქავთარაძის ქ. 16
ტელ: 230 45 64, 230 23 40
ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი
მის: წინანდლის ქ. 9
ტელ: 277 1869
საქართველოს რკინიგზის სამშობიარო სახლი
მის: თევდორე მღვდლის ქ.13
ტელ: 234 40 05, 256 48 46
სამშობიარო სახლი 4
მის: გორგასლის ქ. 93
ტელ: 275 26 98, 275 07 17
გინეკოლოგიური კლინიკა „გინეკა“
მის: გუდამაყრის ქ. 4
ტელ: 260 00 00
თბილისის გინეკოლოგიური კლინიკა
მის: წინანდლის ქ. 9
ტელ: 277 55 67
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (სამშობიარო, ამბულატორიული და სტაციონარული
მეან-გინეკოლოგია,
24 საათიანი
ექოსკოპია,
ახალშობილთა
რეანიმაცია,
პრენეტალური
დიაგნოსტიკა)
მის: ლუბლიანის ქ. 18/20
ტელ: 251 87 15, 251 89 98, 251 87 78
„ზეევსი“ (გინეკოლოგია, ექოსკოპია, იოგა, კოსმეტოლოგია, ფიტნესი)
მის: მცხეთის ქ. 9
ტელ: 223 28 93
ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი
„იუნონა+“
მის: ჭავჭავაძის გამზ. 37
ტელ: 225 20 38, 222 51 41, 225 20 64
„გინი მედი“ (ნარკოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია)
მის: ფალიაშვილის ქ. 59
ტელ: 222 41 21, 291 28 38
„ვენუს ჯორჯია“ (გინეკოლოგია, ორსულობის დაგეგმვა, მშობიარობისთვის მომზადება)
მის: წინამძღვრიშვილის ქ. 104/2
ტელ: 291 01 58
"ქორწინება და ოჯახი" (რეპროდუქციული ცენტრი)
მის: ატენის ქ. 6/8
ტელ: 229 03 34
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა
მის: ლუბლიანას 2/6
ტელ: 222 00 65 , 251 88 87 , 597 51 19 13 ,
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
კლინიკა
“ინ
ვიტრო”
მის: ლუბლიანას 2/6
ტელ: 2 15 77 77
გინეკოლოგიური
კლინიკა
„გინამედი“
მის: ქავთარაძის N16
ტელ: +995 599 325 444
+995 599 354 009 - (ჩაწერა წინასწარ)
ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი
მის: თარხნიშვილის N17
ტელ: +995 32 2 515 909; +995 32 2 946 069
დაიწყეთ თქვენი ოცნებების ასრულება არა ხვალ, არამედ დღეს და ეხლა!
ჩვენ რატომღაც
ყველაფერს ვიწყებთ ხვალიდან. ორშაბათიდან ვიწყებთ დიეტას, ვარჯიშს, ვანებებთ თავს სიგარეტს,
კიდევ უამრავ რამეს, რისი გაკეთებაც გვინდოდა გუშინ, არ გავაკეთეთ დღეს და გადავდეთ
ხვალისთვის. და ასე დაუსრულებლად, ჩვენი სურვილები და ოცნებები რჩებიან მხოლოდ ჩვენს ფიქრებში
და მათ განხორციელებას ჩვენივე სიზარმაცე თუ შიში აფერხებს. ჩვენ გვეშინია ან გვეზარება ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ნაბიჯის გადადგმა. ეს ფილმი დაგეხმარებათ
დაიწყოთ ოცნებების და სურვილების ასრულება დღეიდან და ეხლა და არა ხვალ ანუ არასოდეს.
Τρίτη
დახვეწილი გემოვნება
იგი ისევე ექვემდებარება
კულტივირებას, როგორც გონება, რაც უფრო ფართოა შემეცნება, მით მაღალია მოთხოვნები,
ხოლო მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში მეტია ტკბობა. სულის სიდიადე მისწრაფებათა ამაღლებულობით
შეიცნობა. ფართო ცნობიერების დაკმაყოფილება მხოლოდ დიად საგანს შეუძლია; როგორც დიდი
პირი ეძებს მსხვილ საკბილოს, ისე დიდი ინტელექტი ელტვის მაღალ მატერიებს. თუმცა თამამ
ჩანაფიქრებს ხშირად ვერიდებით და თვით აშკარა ღირსებების თაობაზეც კი ეჭვი გვღრღნის.
რამდენადაც პირველხარისხოვანი საგნები ცოტაა, მარალი შეფასებაც იშვიათად უნდა გავაკეთოთ,
გემოვნება გადამდებია; ამდენად, დახვეწილი გემოვნების ადამიანებთან ურთიერთობა დიდი
ბედნიერებაა. მეორე მხრივ, უნდა ვერიდოთ ყველაფრის განქიქებას, რაც ერთ–ერთი ყველაზე
ახირებული უკიდურესობაა. იგი განსაკუთრებით მაშინაა გამაღიზიანებელი, როდესაც პრანჭიაობითაა
გამოწვეული და არა თავშეკავებულობით. ზოგიერთი ისურვებდა, რომ ღმერთს მისი ექსტრავაგანდული
ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად სხვა სამყარო შეექმნა, სილამაზის განსხვავებული იდეალებით.
(ბალთაზარ გრაციანი მორალესი)
Κυριακή
ფერების როლი თქვენს ცხოვრებაში
ფერები სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის სულიერ
და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. წითელი ფერი ზრდის ენერგიას და ტონუსში მოჰყავს სისხლის
მომოქცევა. ფორთოხლის ფერი ამარცხებს დაღლილობას და ხელს უწყობს საკუთარი თავის უკეთ
კონტროლს. ყვითელი ფერი აძლიერებს მეხსიერებას და ებრძვის მელანქოლიას. მწვანე მოქმედებს
დამამშვიდებლად და ეხმარება გრძნობების გამოხატვას. ცისფერი ამშვიდებას ნერვულ სისტემას.
Τετάρτη
იცხოვრე აუჩქარებლად
საგნების დანაწევრების
ცოდნა მათით ტკბობის უნარს ნიშნავს. მრავალთა ბედნიერება უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სიცოცხლე.
მათი სიტკბოება ნაადრევად, სიამოვნების ჯეროვნად მიღების გარეშე სრულდება; მოგვიანებით,
როდესაც მისკენ მიბრუნებას ისურვებენ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკვე ძალიან შორს წასულან.
ცხოვრების ფოსტალიონები დროის მიმდინარეობის ჩვეულ სიჩქარეს საკუთარ სისწრაფესაც უმატებენ.
მზად არიან, ერთ დღეში გადაყლაპონ ის, რის მონელებასაც მთელი ცხოვრება ვერ შეძლებენ;
სესხად აღებული სიამოვნებით მცხოვრებნი, წლების მარაგს წინასწარ მოიხმარენ, გაუთავებლად
ჩქარობენ და ყველაფერს ნაადრევად ამთავრებენ. თვით ცოდნის წყურვილიც კი ზომიერებას
მოითხოვს, რათა ისეთი რამე არ ვისწავლოთ, რის სწავლაც არაფერში გჭირდებოდა. ცხოვრებისთვის
მეტი დღე გვაქვს მონიჭებული, ვიდრე ნეტარების საათი. ტკბობისას იყავი აუჩქარებელი,
ხოლო მოქმედებისას მკვირცხლი, ვინაიდან დასრულებულ საქმეს კაცი სიხარულით უყურებს,
ხოლო დასრულებულ სიამოვნებას სინანულით. (ბალთაზარ გრაციანი მორალესი)
ესპანელი მწერლის ბალთაზარ გრაციანი მორალესის აფორისტული შეგონებები და სენტენციები მუდმივობის, უდროობის შეგრძნებითაა გამსჭვალული. მე–17–ე საუკუნის ესპანელი მწერლის დიდაქტიკურ–ფილოსოფიური ნააზრევი „ჯიბის ორაკული ანუ კეთილგონიერების ხელოვნება“ დღესაც აქტუალურია. ჩვენს გვერდზე დრო და დრო შემოგთავაზებთ ბალთაზარ გრაციანის შეგონებებს კეთილგონიერებაზე, ვიმედოვნებთ ისინი დაგეხმარებათ გააკეთოთ ახალი აღმოჩენები თქვენს თავში და თქვენი ცხოვრების გზაზე.
რატომ იღვიძებთ დაღლილები?!
დილით მოთენთილობის და დაღლილობის შეგრძნება გაქვთ?
საწოლიდან ადგომა გეზარებათ და არაფრის გაკეთების
თავი არ გაქვთ? ნუ ღელავთ, ეს ყველასთვის ნაცნობი სცენარია – თქვენ ენერგიის ნაკლებობას
განიცდით. იმ დროს, როცა ადამიანი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, როგორც მეცნიერული
კვლევები აჩვენებს, მისი ბედნიერების შეგრძნებაც ეცემა. ამ დროს ყველა საქმიანობა, რომელიც მას ადრე
სიხარულს ანიჭებდა, უარყოფით შეგრძნებებს იწვევს. ცნობილი მწერალი და ექსპერტი Gretchen Rubin–ი გირჩევთ, როდესაც გრძნობთ, რომ
უენერგიოდ ხართ, პირველ რიგში მიირთვით ერთი ფინჯანი მაგარი ყავა, თუ იგრძნობთ, რომ
ყავამაც ვერ გიშველათ, მაშინ მიმართეთ შემდეგ მეთოდებს:
- ფიზიკური ვარჯიში –თუნდაც რამდენიმე წუთით. ათი წუთი სიარულიც კი აგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ ხასიათს.
- მოუსმინეთ ენერგიულ მუსიკას. ეს არის ერთ–ერთი სწრაფი და მარტივი გზა, რომ აივსოთ ენერგიით და დადგეთ კარგ განწყობაზე.
- იძინეთ საკმარისად. თუ დილაობით თქვენი მაღვიძარის დამსხვრევის სურვილი გიჩნდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძილი არ გყოფნით – რის გამოც დაღლილები და გამოფიტულები იღვიძებთ. გახსოვდეთ, რომ ზრდასრულებს მინიმუმ შვიდი საათი უნდა ეძინოთ .
- იყავით აქტიურები. კვლევები გვიჩვენებს, როდესაც ადამიანი აქტიურია, მისი მეტაბოლიზმიც აქტიურად მუშაობს. ადამიანის მოქმედებები გავლენას ახდენს მის გრძნობებზე. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, ის უფრო ენერგიული ხდება. ტელეფონზე საუბრის დროსაც კი გირჩევთ არ ისხდეთ და იაროთ სწრაფი ნაბიჯებით.
- მეგობრებთან ურთიერთობა. თუ გრძნობთ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, სასწრაფოდ უხმეთ თქვენს მეგობარს და ჭორაობასთან ერთად შესთავაზეთ ბუნებაში გასეირნება ან სირბილი.
- დაგეგმეთ თქვენი საქმიანობები. სახლის საქმეებს უმეტესობა უხალისოდ და წუწუნით აკეთებს, ეს კი მათ ენერგიას აცლის და უფრო იღლებიან. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია და ყოველ დღე შეასრულეთ ერთი პუნქტი. სულ მალე შეამჩნევთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
- დაძლიეთ ჭამის სურვილი. როდესაც ადამიანები უხასიათოდ არიან, ყოველთვის ტკბილეულისკენ გაურბით ხელი. ეს ზედმეტი კალორიები კი ცოტა ხანში უფრო მეტ უხასიათობას იწვევს. გირჩევთ, ამ დროს დაივიწყოთ თქვენი მაცივრისკენ მიმავალი გზა და სხეულის მოვლის პროცედურებს შეუდგეთ.
Τρίτη
შეამოწმეთ კოსმეტიკის ვარგისიანობა
შეამოწმეთ
თქვენი კოსმეტიკის ვარგისიანობა. ამაში დაგეხმარებათ სპეციალური პორტალი http://checkcosmetic.net/, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ
შეამოწმოთ კოსმეტიკური საშუალების ვარგისიანობა სანამ მას შეიძენთ. სპეციალურ
გრაფაში აირჩიეთ პროდუქტის ბრენდის დასახელება და კოლოფის ძირზე მითითებული კოდი. როგორც
იცით, კოსმეტიკურ საშუალებებს აქვთ მოქმედების ვადა, როგორც მისი გახსინ დღიდან,
ასევე გახსნამდე. ასე რომ იყავით ყურადღებით!
Σάββατο
ტოქსიკური ნივთიერებები და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ამერიკის მეან–გინეკოლეგების კოლეჯისა და
რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების
საერთო განცხადება ეხება ტოქსიკური ნივთიერებების უარყოფით გავლენას ქალთა
რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი უტყუარი მტკიცებულებები მიუთითებს
იმაზე, რომ გარემოს დაბინძურება უარყოფით გავლენას ახდენს ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე..." ამბობს დოქტორი ლინდა გიუდიცი, ამერიკის
რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. ასოცოაციაში გაერთიანებულია 7
ათასზე მეტი ექიმი და მკვლევარი. მისივე
განმარტებით, პრევენცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კომპონენტია,
რადგან ტოქსიკური ელემენტები მომავალ თაობებზე გადადის და საფრთხეს უქმნის მის
ჯანმრთელობას.
ამერიკული მეან–გინეკოლოგების კოლეჯის
პრეზიდენტი Jeanne
Conry ურჩევს ფეხმძიმე ქალებს მოერიდნონ ტოქსიკურ
ნივთიერებებს. ის აღნიშნავვს რომ 84 ათასზე მეტი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება
სხვადასხვა პროდუქციის დამზადებისას. ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილია ჰაერი,
ნიადაგი და წყალი და პირველადი მოხმარების საგნები, ამიტომ ძნელია ადამიანმა თავი
აარიდოს მათ ზეგავლენას. ამ ფონზე კი გენეტიკური ანომალიების რიცხვი საგრძნობლად
იზრდება.
ზოგიერთი
ადამიანი კიდევ უფრო დაუცველია ტოქსიკური რისკებისადმი, ძირითადად ისინი, ვინც მუშაობენ
პესტიციდებისა და ქიმიკატების გარემოში და ისინი, ვინც ცხოვრობობენ რაიონებში,
სადაც მაღალია ჰაერის დაბინძურების დონე.
ექიმები მოუწოდებენ ქალებს, რომელთაც სურთ ბავშვის
ყოლა, ასევე ფეხმძიმეებს და მეძუძურეებს არ მიიღონ ზოგიერთი სახის თევძის
პროდუქცია, რომელთაც აქვთ მერკურის მაღალი კონცენტრაცია; ეს თევზებია: სკუმბრი და
ატლანტიკის ოკეანის თევზები. ქალებისთვის, რომლების მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას,
აუცილებელია დაიცვან რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: კარგად გარეცხონ ხილი
და ბოსტნეული, აირჩიოთ პროდუქცია ბისფენოლის გარეშე.
ეს ნივთიერბა გამოიყენება საკვების პლასტიკურ
კონტეინერებში, პლასტიკურ ბოთლებში და სხვა საყოფაცხოვრები ნივთებში.
მეცნიერები მოუწოდებენ ექიმებს შეადგინონ
ქალის ყოველდღიური ცხოვრების ისტორია და რეკომენდაცია გაუწიონ მათ, თუ როგორ
მოერიდონ ტოქსიკურ ნივთიერებებს.
პრაქტიკული რჩევები:
აირჩიეთ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა საკვები;
არ მიიღოთ კონსერვები და
ნახევარფაბრიკატები;
არ გამოიყენოთ პლასტიკური კონტეინერები;
შეიძინეთ წყალი, რძე და გამაგრილებელი
სასმელები მხოლოდ შუშის ან ქაღალდის ბოთლებში;
ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე.
Δευτέρα
Πέμπτη
ფრთხილად, საშიშია!
საკმარისია „დაგუგლო“ სოლარიუმი ქართულად, მაშინვე თქვენს თვალწინ გადაიშლება ვებ–გვერდების მრავალფეროვანი ჩამონათვალი მიმზიდველი ფასდაკლებებით , თუ როგორ გაირუჯებით „უსაფრთხოდ“ სულ რამდენიმე ლარად. ერთი ძალიან ცნობილი კლინიკის ვებ–გვერდზე კი ამგვარი გარუჯვის დადებითი მხარეების მთელი ჩამონათვალიც გვხვდება. მხოლოდ ერთი სამედიცინო-საინფორმაციო ვებ–გვერდი აფრთხილებს მომხმარებელს სოლარიუმის საშიშროებაზე, მაგრამ ეს ინფორმაციაც ზედაპირულია და სოლარიუმში გარუჯვის მსურველებს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. სოლარიუმი რომ საშიშიშია და კანის კიბოს იწვევს, ეს უკვე სხვადასვა სახელმწიფოების კანონმდებლობაშიც აისახა, მაგალითად: ბრაზილიაში და ავსტრალიაში საერთოდ აიკრძალა სოლარიუმის გამოყენება. კალიფორნიის შტატი ერთ–ერთი პირველი იყო სადაც აიკრძალა 18 წლამდე მოზარდებში სალარიუმის გამოყენება.
2012 წლის ივლისში, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებში წელიწადში 800 ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია სოლარიუმით, ხოლო ისინი ვინც სოლარიუმში ირუჯებიან, კანის კიბოს განვითარების 20% –იანი რისკი აქვთ.
ევროპის 18 ქვეყანაში 64 000 მელანომის დიაგნოზიდან, 3438 გამოწვეულია სოლარიუმით ანუ 5,4%. ლიონის საერთაშორისო პრევენციის კვლევითმა ინსტიტუტმა და მილანის ონკოლოგიის ინსტიტუტმა 27 კვლევის საფუძველზე დადგინეს, რომ კანის კიბოს განვითარების 20%–იანი რისკი აქვთ მათ, ვინც ერთხელ მაინც გაირუჯა სოლარიუმში, ხოლო ეს მაჩვენებელი ორმაგდება მათთვის, ვინც 35 წლამდე გამოიყენა გარუჯვის ეს მეთოდი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდბს სახელმწიფოებს დააწესონ სოლარიუმის გამოყენების მკაცრი შეზღუდვები არასრულწლოვნებისთვის.
ვიმედოვნებთ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო შეიმუშავებს მკაცრ რეგულაციებს სოლარიუმის გამოყენების მიმართულებით, უკეთესი იქნება თუ საერთოდ აიკრძალება მათი გამოყენება. მანამდე კი მათ, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა აქვს გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ: „ფრთხილად, საშიშია!“
სასარგებლო ბმული:
კიბოს კვლევის ცენტრის საინფორმაციო კლიპი: http://youtu.be/KfQhUVicSxM
Τετάρτη
ცისტიტის პრევენცია
ცისტიტი როგორც იცით ქალების დაავადებაა. სიმპტომები, რომელიც ცისტიტს ახლავს, გარდა იმისა რომ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ის შეიძლება ქრონიკულ დაავადებად გადაიზარდოს. ქალებისთვის ნაცნობი ცისტიტის სიმპტომებია ხშირი შარდვა, წვა შარდვისას და უსიამოვნო შეგრძნებები საზარდულის მიდამოებში. ცისტიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სხვა და სხვა ბაქტერიებია, რომლებიც ეკვრიან შარდის ბუშტის და ურითრას კედლებს, მრავლდებიან და იწვევენ ანთებას.
Κυριακή
Παρασκευή
კოსმეტიკური საშუალების მოქმედების ვადა

კოსმეტიკური საშუალებას აქვს მოქმედების ვადა. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გამოყენება განუსაზღვრელი ვადით..
არსებული ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, კოსმეტიკური საშუალებები იყოფა ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება კოსმეტიკური საშუალებები რომლებსაც ოცდაათ თვეზე ნაკლები აქვთ მოხმარების ვადა, ხოლო დანარჩენს ოცდაათ თვეზე მეტი. პირველ შემთხვევაში, კონკრეტული თარიღი აღინიშნება პროდუქციის ეტიკეტზე, მეორე შემთხვევაში კი, ეტიკეტზე აღნიშნული ნუმერაცია 3, 6, 9, 12, 18 ან 24 და ლათინური M გვიჩვენებს გახსნის დღიდან რამდენი თვის შემდეგ იწურება კოსმეტიკური საშუალების მოქმედების ვადა.
ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანისათვის დამახასიათებელია ცხიმის ჭარბი სეკრეცია, ის შესახედად სქელი, უხეში და პრიალაა. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები.
თქვენ თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან ცხიმიანობა რომელიც შეიძლება ეხლა დისკომფორტს გიქმნით,მომავალში დაგემარებათ ნაოჭებთან ბრძოლაში. ცხიმიანი კანი ხომ ყველაზე გვიან ნაოჭდება კანის ტიპებს შორის.
როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს?
გაიწმინდეთ კანი დილით და საღამოს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი გამწმენი საშუალებებით ( სახის თხევადი საპონი,გელი, ქაფი და სხვ.)
გამოიყენეთ დამატენიანებელი უცხიმო კრემები.
მაკიაჟისთვის გამოიყენეთ ცხიმგარეშე ტონალური.ყოველდღიურად წაისვით მზის დამცავი ცხიმგარეშე კრემი 15 spf-ით.
აკრძალულია ძლიერი გამწმენდი საშუალებების გამოყენება, რადგან გარდა იმისა რომ ისინი თქვენს კანს აზიანებენ, უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას უწყობენ ხელს.
Εγγραφή σε:
Σχόλια (Atom)
პომადა
-
საკმარისია „დაგუგლო“ სოლარიუმი ქართულად, მაშინვე თქვენს თვალწინ გადაიშლება ვებ–გვერდების მრავალფეროვანი ჩამონათვალი მიმზიდველი...
-
შეამოწმეთ თქვენი კოსმეტიკის ვარგისიანობა. ამაში დაგეხმარებათ სპეციალური პორტალი http://checkcosmetic.net/ , რომლის საშუალებითაც ძა...
-
ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ყოველდღიურობა დამღლელი და დამქანცველი ხდება თუ არ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. ძალიან ბევრი ადამიანი ...
-
მაწონი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც კარგი საშუალებაა კანის გასაწმენდად. ის აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს მის ფერს. მაწონი...
-
დილით მოთენთილობის და დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? საწოლიდან ადგომა გეზარებათ და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ? ნუ ღელავთ, ეს ყველ...
-
მგრძნობიარე კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი . როგორც წესი , ის ფიზიოლოგიურზე უფრო თხელი და ღია ფერისაა . მგრძნობი...
-
თუ თქვენ მწეველი ბრძანდებით და ვერ იშლით ამ თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევას, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი კანის დასახმარებლად...
-
ცხიმიანი კანისათვის დამახასიათებელია ცხიმის ჭარბი სეკრეცია, ის შესახედად სქელი, უხეში და პრიალაა. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამ...
-
ტერმინი მენოპაუზი აღწერს ქალის ცხოვრების იმ ფაზას, როდესაც წყდება მენსტრუალური ციკლი. მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმი განიცდის დიდ ჰორმ...
-
ცისტიტი როგორც იცით ქალების დაავადებაა. სიმპტომები, რომელიც ცისტიტს ახლავს, გარდა იმისა რომ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ის შეიძლება ქრ...


















