Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ძილი. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων
Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ძილი. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων

Τετάρτη

რატომ იღვიძებთ დაღლილები?!


დილით მოთენთილობის და დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? საწოლიდან ადგომა  გეზარებათ და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ? ნუ ღელავთ, ეს ყველასთვის ნაცნობი სცენარია – თქვენ ენერგიის ნაკლებობას განიცდით. იმ დროს, როცა ადამიანი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, როგორც მეცნიერული კვლევები აჩვენებს, მისი ბედნიერების შეგრძნებაც  ეცემა. ამ დროს ყველა საქმიანობა, რომელიც მას ადრე  სიხარულს ანიჭებდა, უარყოფით შეგრძნებებს იწვევს.  ცნობილი მწერალი და ექსპერტი  Gretchen Rubin–ი გირჩევთ, როდესაც გრძნობთ, რომ უენერგიოდ ხართ, პირველ რიგში მიირთვით ერთი ფინჯანი მაგარი ყავა, თუ იგრძნობთ, რომ ყავამაც ვერ გიშველათ, მაშინ მიმართეთ შემდეგ  მეთოდებს:

  1. ფიზიკური ვარჯიში –თუნდაც რამდენიმე წუთით. ათი წუთი სიარულიც კი აგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ ხასიათს.
  2. მოუსმინეთ ენერგიულ მუსიკას. ეს არის ერთ–ერთი სწრაფი და მარტივი გზა, რომ აივსოთ ენერგიით და  დადგეთ კარგ განწყობაზე.
  3. იძინეთ საკმარისად. თუ დილაობით თქვენი მაღვიძარის დამსხვრევის სურვილი გიჩნდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძილი არ გყოფნით – რის გამოც დაღლილები და გამოფიტულები იღვიძებთ. გახსოვდეთ, რომ ზრდასრულებს მინიმუმ შვიდი საათი უნდა ეძინოთ  .
  4. იყავით აქტიურები. კვლევები გვიჩვენებს, როდესაც ადამიანი აქტიურია, მისი მეტაბოლიზმიც აქტიურად მუშაობს. ადამიანის მოქმედებები გავლენას ახდენს მის გრძნობებზე. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, ის უფრო ენერგიული ხდება. ტელეფონზე საუბრის დროსაც კი გირჩევთ არ ისხდეთ და იაროთ სწრაფი ნაბიჯებით.  
  5. მეგობრებთან ურთიერთობა. თუ გრძნობთ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, სასწრაფოდ უხმეთ თქვენს მეგობარს და ჭორაობასთან ერთად  შესთავაზეთ ბუნებაში გასეირნება ან სირბილი.
  6. დაგეგმეთ თქვენი საქმიანობები. სახლის საქმეებს უმეტესობა უხალისოდ და წუწუნით აკეთებს, ეს კი მათ ენერგიას აცლის და უფრო იღლებიან. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია და ყოველ დღე შეასრულეთ ერთი პუნქტი. სულ მალე შეამჩნევთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
  7. დაძლიეთ ჭამის სურვილი. როდესაც ადამიანები უხასიათოდ არიან,  ყოველთვის ტკბილეულისკენ გაურბით ხელი. ეს ზედმეტი კალორიები კი ცოტა ხანში უფრო მეტ უხასიათობას იწვევს. გირჩევთ, ამ დროს დაივიწყოთ თქვენი მაცივრისკენ მიმავალი გზა და სხეულის მოვლის პროცედურებს შეუდგეთ.   

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας