Τετάρτη

ცისტიტის პრევენცია

ცისტიტი როგორც იცით ქალების დაავადებაა. სიმპტომები, რომელიც ცისტიტს ახლავს, გარდა იმისა რომ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ის შეიძლება ქრონიკულ დაავადებად გადაიზარდოს. ქალებისთვის ნაცნობი ცისტიტის სიმპტომებია ხშირი შარდვა, წვა შარდვისას და უსიამოვნო შეგრძნებები საზარდულის მიდამოებში. ცისტიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სხვა და სხვა ბაქტერიებია, რომლებიც ეკვრიან შარდის ბუშტის და ურითრას კედლებს, მრავლდებიან და იწვევენ ანთებას. 


ცისტიტის თერაპია რეკომენდირებულია პაციენტისათვის ინდივიდუალურად შერჩეული ანტიბიოტიკებით. გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, რათა ბუნებრივად გამოირეცხოს ბექტერიები შარდის ბუშტიდან. ცისტიტის ბუნებრივი მკურნალობიდან გამოირჩევა Cranberry ანუ შტოში, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების საშარდე ბუშტის და ურითრას კედელზე მიმაგრებას და გამრავლებას. ცისტიტის პრევენციისთვის რეკომენდირებულია Cranberry–ს და C ვიტამინის კომპლექსი.

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας