ალბათ ყველა დაგვეთანხმება,
რომ ყოველდღიურობა დამღლელი და დამქანცველი ხდება თუ არ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ.
ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურში დადის იძულებით, რადგან არ მოწონს ის საქმე რასაც
აკეთებს. ასე დაუსრულებლად იბმება უარყოფითი ემოციების, დაუკმაყოფილებლობის გრძნობის,
განუხორციელებელი მიზნების თუ სურვილების ჯაჭვი და ადამიანი იძირება სტრესში, მელანქოლიაში.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას როგორ გავიუმჯობესოთ ყოველდღიურობა.
1.ნუ იწუწუნებთ
მეგობრებში თქვენი სამსახურის შესახებ, რადგან შესაძლოა მათაც იგივე პრობლემები აქვთ. სტატისტიკურად
ძალიან ცოტა ადამიანს მოწონს თავისი სამსახური. ასე რომ მარტო არ ხართ.
2.გახსოვდეთ, მუდმივი არაფერია, დღეს თუ თქვენი ცხოვრება ერთ დინებას მიჰყვება, ხვალ შეიძლება
რადიკალურად შეიცვალოს უკეთესობისკენ.
3. გამოძებნეთ
დრო თქვენი თავისთვის. ადამიანი ადვილად ებმება რუტინაში. გააკეთეთ ყოველ დღე რაიმე
განსხვავებული.
4.ახალი ამბების და ტელევიზორის ნაცვლად ხშირად უყურეთ კომედიებს. სიცილი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ
ყოველდღიურ პრობლემებს.
5. საინტერესოდ
გამოიყენეთ თავისუფალი დრო. არასდროს არ წამოიღოთ სახლში სამსახურის პრობლემები.
6. შეეცადეთ გაიუმჯობესოთ
სამუშაო პირობები. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თვითონ გამოსწორდება. გააცანით თქვენი
იდეები თქვენს ზემდგომს.
7. შეიძლება თქვენ
არ გიყვართ ის საქმე რასაც აკეთებთ, მაგრამ რადგან იძულებული ხართ გააკეთოთ, ამისთვის ხარჯავთ
დროს და ენერგიას ყველაფერი გააკეთეთ კარგად და ზედმიწევნით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს თქვენს ბიოგრაფიას გაამდიდრებს და დაგეხმარებათ კარიერული წინსვლის შემდგომ
ნაბიჯებში.
