
მგრძნობიარე კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. როგორც წესი, ის ფიზიოლოგიურზე უფრო თხელი და ღია ფერისაა. მგრძნობიარე კანი ხშირად ალერგიულია კოსმეტიკური საშუალებების მიმართ და ასევე მგრძნობიარეა სიცივისა და სიცხის პირობებში. მგრძნობიარე კანზე შეიმჩნევა კაპილარები, სიწითლე და აქერცლილი ეპიდერმისი.
თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, თქვენთვის რეკომენდირებულია ისეთი გამწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ალკოჰოლს და სხვა ძლიერ გამწმენდ კომპონენტებს. მგრძნობიარე კანის დასატენიანებლად გამოიყენეთ ჰიპოალერგიული კრემები. არ დაგავიწყდეთ, წელიწადის ნებისმიერ დროს დაიცვათ თქვენი კანი მზისგან სპეციალური მზისდამცავი ჰიპოალერგიული კრემებით. მგრძნობიარე კანისთვის არ არის რეკომენდირებული პილინგი და გამწმენდი ნიღბები.