Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ენერგია. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων
Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ენერგია. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων

Τρίτη

მიირთვით ბანანი და იყავით მშვიდად



ბანანი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, ეს ორი ნივთიერება ხელს უშლის კუნთების შეკუმშვას, ხსნის დაძაბულობას სხეულში და მისგან გამოწვეულ თავის ტკივილს. ბანანი მარტივი და რთული ნახშირწყლებით მდიდარი წყაროა. მარტივი ნახშირწყლები ანუ შაქარი ორგანიზმს სწრაფი ენერგიით უზრუნველყოფს, ხოლო რთული ნახშირწყლები (იგივე კომპლექსური) ორგანიზმს ენერგიით თანაბრად და ნელა უზრუნველყოფენ. ბანანი მდიდარია ტრიფტოფანით, რომელიც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამინომჟავაა იმისთვის, რომ ვიყოთ მშვიდად და კარგ განწყობაზე. ასე რომ მიირთვით ბანანი და იყავით მშვიდად. 


იდეა – დაძაბულ და სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად მიირთვით ბანანი დამდნარ შავ შოკოლადთან ერთად. შოკოლადის დადნობა შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე.   

Κυριακή

ფერების როლი თქვენს ცხოვრებაში


ფერები სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. წითელი ფერი ზრდის ენერგიას და ტონუსში მოჰყავს სისხლის მომოქცევა. ფორთოხლის ფერი ამარცხებს დაღლილობას და ხელს უწყობს საკუთარი თავის უკეთ კონტროლს. ყვითელი ფერი აძლიერებს მეხსიერებას და ებრძვის მელანქოლიას. მწვანე მოქმედებს დამამშვიდებლად და ეხმარება გრძნობების გამოხატვას. ცისფერი ამშვიდებას ნერვულ სისტემას.  


Τετάρτη

რატომ იღვიძებთ დაღლილები?!


დილით მოთენთილობის და დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? საწოლიდან ადგომა  გეზარებათ და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ? ნუ ღელავთ, ეს ყველასთვის ნაცნობი სცენარია – თქვენ ენერგიის ნაკლებობას განიცდით. იმ დროს, როცა ადამიანი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, როგორც მეცნიერული კვლევები აჩვენებს, მისი ბედნიერების შეგრძნებაც  ეცემა. ამ დროს ყველა საქმიანობა, რომელიც მას ადრე  სიხარულს ანიჭებდა, უარყოფით შეგრძნებებს იწვევს.  ცნობილი მწერალი და ექსპერტი  Gretchen Rubin–ი გირჩევთ, როდესაც გრძნობთ, რომ უენერგიოდ ხართ, პირველ რიგში მიირთვით ერთი ფინჯანი მაგარი ყავა, თუ იგრძნობთ, რომ ყავამაც ვერ გიშველათ, მაშინ მიმართეთ შემდეგ  მეთოდებს:

  1. ფიზიკური ვარჯიში –თუნდაც რამდენიმე წუთით. ათი წუთი სიარულიც კი აგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ ხასიათს.
  2. მოუსმინეთ ენერგიულ მუსიკას. ეს არის ერთ–ერთი სწრაფი და მარტივი გზა, რომ აივსოთ ენერგიით და  დადგეთ კარგ განწყობაზე.
  3. იძინეთ საკმარისად. თუ დილაობით თქვენი მაღვიძარის დამსხვრევის სურვილი გიჩნდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძილი არ გყოფნით – რის გამოც დაღლილები და გამოფიტულები იღვიძებთ. გახსოვდეთ, რომ ზრდასრულებს მინიმუმ შვიდი საათი უნდა ეძინოთ  .
  4. იყავით აქტიურები. კვლევები გვიჩვენებს, როდესაც ადამიანი აქტიურია, მისი მეტაბოლიზმიც აქტიურად მუშაობს. ადამიანის მოქმედებები გავლენას ახდენს მის გრძნობებზე. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, ის უფრო ენერგიული ხდება. ტელეფონზე საუბრის დროსაც კი გირჩევთ არ ისხდეთ და იაროთ სწრაფი ნაბიჯებით.  
  5. მეგობრებთან ურთიერთობა. თუ გრძნობთ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, სასწრაფოდ უხმეთ თქვენს მეგობარს და ჭორაობასთან ერთად  შესთავაზეთ ბუნებაში გასეირნება ან სირბილი.
  6. დაგეგმეთ თქვენი საქმიანობები. სახლის საქმეებს უმეტესობა უხალისოდ და წუწუნით აკეთებს, ეს კი მათ ენერგიას აცლის და უფრო იღლებიან. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია და ყოველ დღე შეასრულეთ ერთი პუნქტი. სულ მალე შეამჩნევთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
  7. დაძლიეთ ჭამის სურვილი. როდესაც ადამიანები უხასიათოდ არიან,  ყოველთვის ტკბილეულისკენ გაურბით ხელი. ეს ზედმეტი კალორიები კი ცოტა ხანში უფრო მეტ უხასიათობას იწვევს. გირჩევთ, ამ დროს დაივიწყოთ თქვენი მაცივრისკენ მიმავალი გზა და სხეულის მოვლის პროცედურებს შეუდგეთ.   

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας