Παρασκευή

კანის მოვლა მენოპაუზის დროს


ტერმინი მენოპაუზი აღწერს ქალის ცხოვრების იმ ფაზას, როდესაც წყდება მენსტრუალური ციკლი. მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმი განიცდის დიდ ჰორმონალურ ცვლილებებს, საკვერცხეები ამ პერიოდში ნაკლებად აწარმოებენ ესტროგენებს და ყვითელ სხეულს.

ესტროგენების ნაკლებობის გამო მკვეთრად იცვლება კანის მდგომარეობა, ის ხდება უფრო თხელი, არასაკმარისად ხდება სისხლის მიწოდება და ვერ ინარჩუნებს ტენიანობას, შედეგად კანი შრება. ქალებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ აკნეს პრობმლემა, მენოპაუზის პერიოდში შეიძლება განუვითარდეთ გამონაყარი, რაც გამოწვეულია ესტროგენების შემცირებით, რომელიც აბალანსებს ანდროგენების რაოდენობას ორგანიზმში, ხოლო დაუბალანსებელი ანდროგენები იწვევს ცხიმის ჭარბ გამოყოფას და ჭარბთმიანობას. გარდა ამისა, მენოპაუზის პერიოდში კანი უფრო ადვილად ზიანდება მზისგან, რის შედეგადაც წარმოიქმნება  ყავისფერი პიგმენტური ლაქები და კაპილარები. ამ პერიოდში საჭიროა უფრო მეტად დაიცვათ თქვენი კანი მზისგან, ასევე სიცივისგან და ქარისგან.  

რით შეიძლება დავეხმაროთ კანს მენოპაუზის დროს?

გაიწმინდეთ სახე გამწმენდი რძით (მაკიაჟის მოშორებისას) ან ცხიმიანი თხევადი საპნით და ნელთბილი წყლით.
გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კანის ბუნებრივი მექანიზმის სტიმულირებას ახდენენ, რათა მოხდეს კანში მეტი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. ასეთი კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს ფიტოესტროგენებს.

გამოიყენეთ ცხიმიანი ღამის კრემი,რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად, გააუმჯობესებს კანის  ჰიდრო–ლიპიდურ შრეს.

მხოლოდ დერმატოლოგთან ან პლასტიკურ ქირურგთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები, ღრმა ნაოჭები ამოივსოთ გიალურონისმჟავით, მიმიკური ნაოჭების გასაქრობად გაიკეთოთ ბოტოქსის ინექცია, ასევე ჩაიტაროთ მეზოთერაპია, რომელიც კარგი საშუალებაა სახის ოვალის და კანის ელასტიურობის აღსადგენად. ქიმიური პილინგის საშუალებით შეგიძლიათ თქვენს კანს დაუბრუნოთ ახალგაზრდა და ჯანმრთელი შეფერილობა,ასევე აღმოფხვრათ კანის ზედაპირზე არსებული დეფექტები: ზედაპირული ნაოჭები, პიგმენტური ლაქები და სხვა.
შეგახსენებთ! ზემოხსენებული პროცედურები უნდა ჩატარდეს მხოლოდ დერმატოლოგის ან პლასტიკური ქირურგის მიერ.                   

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας