Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ცოდნა. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων
Εμφάνιση αναρτήσεων με ετικέτα ცოდნა. Εμφάνιση όλων των αναρτήσεων

Τετάρτη

იცხოვრე აუჩქარებლად




საგნების დანაწევრების ცოდნა მათით ტკბობის უნარს ნიშნავს. მრავალთა ბედნიერება უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სიცოცხლე. მათი სიტკბოება ნაადრევად, სიამოვნების ჯეროვნად მიღების გარეშე სრულდება; მოგვიანებით, როდესაც მისკენ მიბრუნებას ისურვებენ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკვე ძალიან შორს წასულან. ცხოვრების ფოსტალიონები დროის მიმდინარეობის ჩვეულ სიჩქარეს საკუთარ სისწრაფესაც უმატებენ. მზად არიან, ერთ დღეში გადაყლაპონ ის, რის მონელებასაც მთელი ცხოვრება ვერ შეძლებენ; სესხად აღებული სიამოვნებით მცხოვრებნი, წლების მარაგს წინასწარ მოიხმარენ, გაუთავებლად ჩქარობენ და ყველაფერს ნაადრევად ამთავრებენ. თვით ცოდნის წყურვილიც კი ზომიერებას მოითხოვს, რათა ისეთი რამე არ ვისწავლოთ, რის სწავლაც არაფერში გჭირდებოდა. ცხოვრებისთვის მეტი დღე გვაქვს მონიჭებული, ვიდრე ნეტარების საათი. ტკბობისას იყავი აუჩქარებელი, ხოლო მოქმედებისას მკვირცხლი, ვინაიდან დასრულებულ საქმეს კაცი სიხარულით უყურებს, ხოლო დასრულებულ სიამოვნებას სინანულით.    (ბალთაზარ გრაციანი მორალესი)

ესპანელი მწერლის ბალთაზარ გრაციანი მორალესის აფორისტული შეგონებები და სენტენციები მუდმივობის, უდროობის შეგრძნებითაა გამსჭვალული. მე–17–ე საუკუნის ესპანელი მწერლის დიდაქტიკურ–ფილოსოფიური ნააზრევი  „ჯიბის ორაკული ანუ კეთილგონიერების ხელოვნება“ დღესაც აქტუალურია. ჩვენს გვერდზე დრო და დრო  შემოგთავაზებთ ბალთაზარ გრაციანის შეგონებებს კეთილგონიერებაზე, ვიმედოვნებთ ისინი დაგეხმარებათ გააკეთოთ ახალი აღმოჩენები თქვენს თავში და თქვენი ცხოვრების გზაზე.      

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας