იგი ისევე ექვემდებარება
კულტივირებას, როგორც გონება, რაც უფრო ფართოა შემეცნება, მით მაღალია მოთხოვნები,
ხოლო მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში მეტია ტკბობა. სულის სიდიადე მისწრაფებათა ამაღლებულობით
შეიცნობა. ფართო ცნობიერების დაკმაყოფილება მხოლოდ დიად საგანს შეუძლია; როგორც დიდი
პირი ეძებს მსხვილ საკბილოს, ისე დიდი ინტელექტი ელტვის მაღალ მატერიებს. თუმცა თამამ
ჩანაფიქრებს ხშირად ვერიდებით და თვით აშკარა ღირსებების თაობაზეც კი ეჭვი გვღრღნის.
რამდენადაც პირველხარისხოვანი საგნები ცოტაა, მარალი შეფასებაც იშვიათად უნდა გავაკეთოთ,
გემოვნება გადამდებია; ამდენად, დახვეწილი გემოვნების ადამიანებთან ურთიერთობა დიდი
ბედნიერებაა. მეორე მხრივ, უნდა ვერიდოთ ყველაფრის განქიქებას, რაც ერთ–ერთი ყველაზე
ახირებული უკიდურესობაა. იგი განსაკუთრებით მაშინაა გამაღიზიანებელი, როდესაც პრანჭიაობითაა
გამოწვეული და არა თავშეკავებულობით. ზოგიერთი ისურვებდა, რომ ღმერთს მისი ექსტრავაგანდული
ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად სხვა სამყარო შეექმნა, სილამაზის განსხვავებული იდეალებით.
(ბალთაზარ გრაციანი მორალესი)
