ამერიკის მეან–გინეკოლეგების კოლეჯისა და
რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების
საერთო განცხადება ეხება ტოქსიკური ნივთიერებების უარყოფით გავლენას ქალთა
რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი უტყუარი მტკიცებულებები მიუთითებს
იმაზე, რომ გარემოს დაბინძურება უარყოფით გავლენას ახდენს ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე..." ამბობს დოქტორი ლინდა გიუდიცი, ამერიკის
რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. ასოცოაციაში გაერთიანებულია 7
ათასზე მეტი ექიმი და მკვლევარი. მისივე
განმარტებით, პრევენცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კომპონენტია,
რადგან ტოქსიკური ელემენტები მომავალ თაობებზე გადადის და საფრთხეს უქმნის მის
ჯანმრთელობას.
ამერიკული მეან–გინეკოლოგების კოლეჯის
პრეზიდენტი Jeanne
Conry ურჩევს ფეხმძიმე ქალებს მოერიდნონ ტოქსიკურ
ნივთიერებებს. ის აღნიშნავვს რომ 84 ათასზე მეტი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება
სხვადასხვა პროდუქციის დამზადებისას. ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილია ჰაერი,
ნიადაგი და წყალი და პირველადი მოხმარების საგნები, ამიტომ ძნელია ადამიანმა თავი
აარიდოს მათ ზეგავლენას. ამ ფონზე კი გენეტიკური ანომალიების რიცხვი საგრძნობლად
იზრდება.
ზოგიერთი
ადამიანი კიდევ უფრო დაუცველია ტოქსიკური რისკებისადმი, ძირითადად ისინი, ვინც მუშაობენ
პესტიციდებისა და ქიმიკატების გარემოში და ისინი, ვინც ცხოვრობობენ რაიონებში,
სადაც მაღალია ჰაერის დაბინძურების დონე.
ექიმები მოუწოდებენ ქალებს, რომელთაც სურთ ბავშვის
ყოლა, ასევე ფეხმძიმეებს და მეძუძურეებს არ მიიღონ ზოგიერთი სახის თევძის
პროდუქცია, რომელთაც აქვთ მერკურის მაღალი კონცენტრაცია; ეს თევზებია: სკუმბრი და
ატლანტიკის ოკეანის თევზები. ქალებისთვის, რომლების მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას,
აუცილებელია დაიცვან რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: კარგად გარეცხონ ხილი
და ბოსტნეული, აირჩიოთ პროდუქცია ბისფენოლის გარეშე.
ეს ნივთიერბა გამოიყენება საკვების პლასტიკურ
კონტეინერებში, პლასტიკურ ბოთლებში და სხვა საყოფაცხოვრები ნივთებში.
მეცნიერები მოუწოდებენ ექიმებს შეადგინონ
ქალის ყოველდღიური ცხოვრების ისტორია და რეკომენდაცია გაუწიონ მათ, თუ როგორ
მოერიდონ ტოქსიკურ ნივთიერებებს.
პრაქტიკული რჩევები:
აირჩიეთ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა საკვები;
არ მიიღოთ კონსერვები და
ნახევარფაბრიკატები;
არ გამოიყენოთ პლასტიკური კონტეინერები;
შეიძინეთ წყალი, რძე და გამაგრილებელი
სასმელები მხოლოდ შუშის ან ქაღალდის ბოთლებში;
ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე.
