
თუ თქვენ მწეველი ბრძანდებით და ვერ იშლით ამ თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევას, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი კანის დასახმარებლად.
- გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი C და E ვიტამინებით. C ვიტამინს შეიცავს ხილი და ბოსტნეული, უმეტესად ციტრუსი, წიწაკა, კივი, ოხრახუში, ასევე ნესვი, მარწყვი,ფხალეული და სხვა.
ვიტამინი E კი უხვად არის უმ ზეითუნის ზეთში და ნიგოზში.
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
- კანის მოვლისათვის გამოიყენეთ C და E ვიტამინების შემცვველი კანის მოვლის საშუალებები.
- ყოველ საღამოს ტუჩის გარშემო წაისვით ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, კოლაგენის მასტიმულირებელი ნივთიერებებით .
დაიმახსოვრეთ! მზე, სიგარეტი და ყავა ერთად, ზრდის თავისუფალი რადიკალების რიცხვს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას.