Κυριακή

მეზოთერაპია




მეზოთერაპიას დიდი ხნის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ საფრანგეთია აღიარებული. დღეისათვის მეზოთერაპია გამოიყენება ესთეტიკური მიმართულების სხვა პროცედურებთან ერთად, რის შედეგადაც ის გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა.

მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი და ნიშნავს კანის ზედაპირულ შრეში ცალკეული პრეპარატების ან სპეციალური კოქტეილის შეყვანას. კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც ძალზე დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე.


შედეგი 


მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს და დაიშლება ცელულიტი.

ტექნოლოგია

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. თავად პროცედურა საკმაოდ მარტივია და უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მიმდინარეობს.


ხანგრძლივობა 



პროცედურის დასრულებისთანავე კანი არაჩვეულებრივად ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება. კურსი მოიცავს 8-15 პროცედურას, კვირაში ერთხელ - სახეზე, ორჯერსხეულზე. მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად, პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ

პომადა

Συνολικές προβολές σελίδας