
კოსმეტიკური საშუალებას აქვს მოქმედების ვადა. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გამოყენება განუსაზღვრელი ვადით..
არსებული ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, კოსმეტიკური საშუალებები იყოფა ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება კოსმეტიკური საშუალებები რომლებსაც ოცდაათ თვეზე ნაკლები აქვთ მოხმარების ვადა, ხოლო დანარჩენს ოცდაათ თვეზე მეტი. პირველ შემთხვევაში, კონკრეტული თარიღი აღინიშნება პროდუქციის ეტიკეტზე, მეორე შემთხვევაში კი, ეტიკეტზე აღნიშნული ნუმერაცია 3, 6, 9, 12, 18 ან 24 და ლათინური M გვიჩვენებს გახსნის დღიდან რამდენი თვის შემდეგ იწურება კოსმეტიკური საშუალების მოქმედების ვადა.